Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა კალათბურთელებმა დაამარცხეს პორტუგალიის ნაკრები


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის მორიგ მატჩში. „C“ ჯგუფის მორიგ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში დაამარცხეს პორტუგალიის ნაკრები - 73:57. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშეს ფაჩულიამ (17 ქულა), სანიკიძემ და გრინმა (12-12). მორიგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 14 აგვისტოს, სტუმრად გამართავს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან.
XS
SM
MD
LG