Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სთვის სიახლე არ არის ”S-300” სისტემების აფხაზეთში განთავსება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ კროულის 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის მიერ აფხაზეთში ”S-300” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებაზე სთხოვეს კომენტარი. კროულიმ განაცხადა, რომ ეს აშშ-სთვის არ არის სიახლე: ”რამდენადაც ვიცით, ”S-300” რუსეთს აფხაზეთში აქვს ბოლო ორი წელია”. შემდეგ დააზუსტა, რომ მას არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ მართლაც დაამატა, თუ არა რუსეთმა აფხაზეთში არსებულ სისტემებს ახლები. ამას გარდა, გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოზე კიდევ ერთი შეკითხვა დაისვა: ”გასულ შაბათ-კვირას სენატორი მაკკეინი საქართველოსთვის რადარებისა და თავდაცვის სისტემების მიყიდვის მოწოდებით გამოვიდა. რას იტყვის ამაზე სახელმწიფო დეპარტამენტი?”. კროულიმ ამ შეკითხვის ადრესატად პენტაგონი დაასახელა.
XS
SM
MD
LG