რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვის ხელისუფლებას დედაქალაქში საბაზრო კონკურენციის არარსებობაში დასდო ბრალი. მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ბევრი ფულია, იოლად წარმოიქმნება მონოპოლიები, თქვა პრეზიდენტმა პირველ ვიცე-პრემიერ იგორ შუვალოვთან შეხვედრაზე. შუვალოვმა განაცხადა, რომ მთავრობა შემოდგომაზე განიხილავს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობაში შესწორებებს.
დმიტრი მედვედევმა მოსკოვის ხელისუფლებას დედაქალაქში საბაზრო კონკურენციის არარსებობაში დასდო ბრალი