Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში თალიბების სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა


აღმოსავლეთ ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში თალიბების სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა სამი ბავშვი, მათი დედა დაიჭრა. ამის შესახებ იტყობინება ავღანეთში ნატოს ჯარების სარდლობა. ავღანეთის საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს სამოქალაქო პირთა სიკვდილს და ამ ინციდენტებში ხშირად ადანაშაულებს ნატოს ჯარებს. შეერებული შტატებისა და ავღანეთის პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და ჰამიდ კარზაიმ გუშინ მოლაპარაკება გამართეს სამხედრო მოქმედებების დროს სამოქალაქო პირთა სიკვდილის თავიდან ასაცილებელი ზომების შესახებ.
XS
SM
MD
LG