Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ურანის გამდიდრების შესახებ კანონპროექტს აწერს ხელს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ურანის გამდიდრების შესახებ, რომელიც ამასთანავე მოიცავს ყველანაირ თანამშრომლობის შემცირებას გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან, რომელიც მათ ევალებოდათ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიხედვით. როგორც ირანული მედიასაშუალებები იტყობინებიან, კანონპროექტის მიხედვით, ირანმა უნდა უზრუნველყოს ურანის გამდიდრება 20 პროცენტით, რათა გამოიმუშავოს საწვავი რეაქტორისათვის, რომელიც აწარმოებს სამედიცინო იზოტოპებს. როგორც ირანის ბირთვული ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალი აკბარ სალეჰი აცხადებს, ირანი გეგმავს არაერთი ღონისძიების გატარებას, რათა გაამდიდროს ურანი: ”ჩვენ თითქმის დავასრულეთ ურანის გასამდიდრებლად შერჩეული 10 ობიექტის დამტკიცება. იმედს გამოვთქვამთ, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში შევძლებთ ერთ-ერთი აღნიშნული ობიექტის მშენებლობის დაწყებას”, აცხადებს სალეჰი.

XS
SM
MD
LG