Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დონორების ნაწილი პაკისტანისთვის თანხის გამოყოფას აყოვნებს


პაკისტანი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო დონორები, რომ სტიქიის მსხვერპლთა დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა ექსტრემისტების ხელში არ მოხვდება. გაერომ ჯერჯერობით იმ თანხის ნახევარზე ნაკლები მიიღო, რაც პაკისტანელებისთვის დაუყოვნებლივი დახმარებისთვის მოითხოვა. გაეროს მიერ მოთხოვნილი თანხა 460 მილიონი დოლარი იყო. არასაკმარისი თანხის შეგროვება იმით იხსნება, რომ პაკისტანში კორუფციაა და იქ თალიბანს აქვს გავლენა.
XS
SM
MD
LG