Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ოფიციალურ პირებს კოსოვოში ჩასვლა მხოლოდ კერძო ვიზიტით შეეძლებათ


პრიშტინის გადაწყვეტილებით, სერბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამიერიდან აღარ ექნებათ უფლება, ოფიციალური მისიებით ეწვიონ კოსოვოს. როგორც კოსოვოს მთავრობის წარმომადგენელმა, მემლი კრასნიჩიმ განაცხადა, სერბიის ოფიციალურ პირებს არავინ უკრძალავს კოსოვოში პირადი ვიზიტებით ჩასვლას - იმ პირობით, თუ ისინი თავს შეიკავებენ პოლიტიკური განცხადებებისგან. „მაგრამ თუ ისინი ქვეყანაში ოფიციალური სტატუსით შემოვლენ, მათ დააპატიმრებენ და ქვეყნიდან გააძევებენ“, განმარტა კრასნიჩიმ.
XS
SM
MD
LG