Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ხიმკის ტყის დამცველები საპროტესტო კონცერტს მართავენ


მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, სადაც დღეს საღამოს ხიმკის ტყის დამცველთა სოლიდარობის აქცია გაიმართება, უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ. მოედანი პოლიციითა და ომონითაა გარშემორტყმული. ტვერსკაიას ქუჩაზე მანქანები დგას შინაგანი ჯარების მოსამსახურეებით. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ჩაკეტილია მიმდებარე ქუჩები. აქციის ინიციატორებს აუკრძალეს ხმის გამაძლიერებელი აპარატურის გამოყენება. ორგანიზატორებმა მერიაში შეიტანეს განაცხადი კონცერტის ჩასატარებლად, მაგრამ მხოლოდ მიტინგის ნებართვა მიიღეს. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ ფორმატის შეცვლას და რომ დაგეგმილი მიტინგი-კონცერტი შედგება. ხიმკის ტყის დამცველთა მოძრაობის აქტივისტები ცლიდობენ, ხელი შეუშალონ ხეების გაჩეხვას, რაც მოსკოვი-პეტერბურგის ფასიანი ავტოსტრადის მშენებლობისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG