Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი იარაღით მოვაჭრის ტაილანდიდან აშშ-ში ექსტრადიცია გადაიდო


ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრის ვიქტორ ბუტის ტაილანდიდან ამერიკაში ექსტრადიცია გადადებულია. ამის შესახებ ტაილანდის პრემიერ მინისტრმა აბჰისიტ ვეჯაჯივამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მის ექსტრადიციამდე კიდევ რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო. ბუტი 2008 წელს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შეერთებული შტატები მას ბრალს უყენებს ტერორისტული დაჯგუფებების იარაღით მომარაგებაში.

XS
SM
MD
LG