Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკობაშვილი გაეროს წარმომადგენლებს სამოქმედო გეგმას აცნობს


რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ნიუ-იორკში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. თემურ იაკობაშვილი გაეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად აცნობს ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმას. სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ასევე მიზნად ისახავს გაეროში სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციათა მხარდაჭერის მოპოვებას გენერალური ასამბლეის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტისადმი, რომელიც დევნილთა დაბრუნებას შეეხება. პროექტის განხილვა სექტემბერშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG