Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2018 წლისთვის რუსეთი თავისი ტერიტორიიდან გაუშვებს კოსმოსურ ხომალდს


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის თანახმად, რუსეთი თავისი ტერიტორიიდან 2018 წლისთვის გაუშვებს პილოტირებულ კოსმოსურ ხომალდს. პუტინმა ტელეარხ „როსიას“ განუცხადა, რომ რუსეთისთვის სტრატეგიულ საჭიროებას წარმოადგენს, ჰქონდეს საკუთარი კოსმოდრომი. ახალი ობიექტი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის რეგიონში, ქალაქ ვოსტოჩნისთან მდებარეობს, მოსკოვიდან ხუთი ათას რვაას კილომეტრში. ამჟამად რუსეთი იყენებს საბჭოთა პერიოდის კოსმოდრომს, რომელიც ყაზახეთის ტერიტორიაზეა.
XS
SM
MD
LG