Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი გმობს „ნიუ იორკ ტაიმსის“ და „ვაშინტონ პოსტის“ ინფორმაციას


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ დაგმო ცნობა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ავღანეთის ოფიციალურ პირებს ნაღდ ფულს უხდიდა ინფორმაციის მისაღებად, რასაც „ნიუ იორ ტაიმსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყებიან. კარზაის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა მკაცრად გმობს ასეთ უპასუხისმგებლო ბრალდებას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს და ჩირქს სცხებს ამ ქვეყნის პასუხისმგებელ პირებს. განცხადებაში, რომელიც არ უარყოფს აშკარად ბრალდებებს, წაიკითხავთ ასევე: ავღანეთს სჯერა, რომ ასეთი ბრალდება კი არ გააძლიერებს ტერორიზმთან ბრძოლის ალიანსს და ავღანეთს, რომელიც ეფუძნება კანონს და წესს, არამედ იქონიებს უარყოფით გავლენას ამ სფეროებში.
XS
SM
MD
LG