Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა დღეს ნიუ ორლეანში ჩადის გრიგალ „კატრინას“ მეხუთე წლისთავის აღსანიშნავად


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ნიუ ორლეანში ჩადის გრიგალ „კატრინას“ მეხუთე წლისთავის აღსანიშნავად. „კატრინამ“ ქალაქს უზარმაზარი ზარალი მიაყენა. ობამამ შეწყვიტა შვებულება, რათა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ნიუ ორლეანის აღდგენისთვის ძალისხმევას არ იშურებს. 2005 წლის კატასტროფისას 2000 ადამიანი დაიღუპა და მილონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. აღდგენითი სამუშაოები ნელა მიმდინარეობს. ამას დაერთო ისიც, რომ მექსიკის ყურეში მდებარე ქალაქი დაზარალდა ბრიტიშ პეტროლიუმის ჭაბურღილზე ავარიისა და ნავთობის გაჟონვის გამო.
XS
SM
MD
LG