Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობის აქციის ორ მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან შიმშილობის აქციას განაგრძობენ სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილები. ისინი ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფას თბილისში მოითხოვენ და აცხადებენ, რომ რომელიმე რეგიონში გადასახლების შემთხვევაში, მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობის აქციის ორ მონაწილეს დღეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის მიზნით, სამინისტროს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორის, კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, 1 სექტემბერს თბილისში დაფუძნდება დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა.
XS
SM
MD
LG