Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღუპულ მეშახტეთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა


ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ორტვინ ჰენიგმა. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში გერმანელმა დიპლომატმა დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.
XS
SM
MD
LG