Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნამყოფ უცხოელებს საქართველოში სოლიდური ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრებათ, რის საფუძვლადაც თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების კანონს ასახელებს. რუსი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუცვლია აფხაზებისა და ოსების იზოლაციის პოლიტიკა და ამიტომ, თბილისის ახალი, მსოფლიოში რეკლამირებული სტრატეგია, რომელიც მშვიდობიან ჩართულობას ითვალისწინებს, მხოლოდ ფარისევლობაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ამ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG