Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში დაიწყო ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერების მოლაპარაკება


ვაშინგტონში დაიწყო ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც ამ სახის პირველი შეხვედრაა თითქმის ორი წლის განმავლობაში. მოლაპარაკება ოფიციალურად გახსნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოლაპარაკებას „უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესის განახლების ასეთი შანსი მხარეებს, შესაძლოა, „კიდევ დიდხანს არ მიეცეთ“. გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი სამშვილობო ძალისხმევაში თავის „პარტნიორად“ მოიხსენია. დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სწორედ ნეტანიაჰუ და აბასი დასხდებიან ერთმანეთის პირისპირ. ნეტანიაჰუს განცხადებით, ვაშინგტონში ის იმისთვის ჩავიდა, რათა დაძლიოს მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე არსებული წინააღმდეგობები. ჩამოვედი, რათა გამოსავალი ვიპოვოო, თქვა ნეტანიაჰუმ. თავის მხრივ, აბასმა იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მომავალი წლის განმავლობაში მოხერხდება. ამასთანავე, მან ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობა, რათა შესაძლებელი გახდეს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG