Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყის ხანძრის შედეგად ვოლგოგრადის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა


ტყის ხანძრის შედეგად რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, ხუთშაბათს ორი ადამიანი დაიღუპა, 19 საავადმყოფოში გადაიყვანეს, 745 კი ევაკუირებულია. საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, დამწვარი და დაზიანებულია 400-მდე საცხოვრებელი სახლი. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ავიაციაც. საგანგებო სიტუაციაა ტოლიატიშიც, სადაც გასულ ღამეს ხანძარი 200 ჰექტარზე გავრცელდა.
XS
SM
MD
LG