Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ერთი მილიციელი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად


ტაჯიკეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა მილიციის სადგურთან ჩრდილოეთ ტაჯიკეთში, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ერთი მილიციელი დაიღუპა და 25 ადამიანი დაიჭრა. აფეთქება მოეწყო ხუჯანდში, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია ტაჯიკეთში. იერიშამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა იმომალი რაჰმონმა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თითქმის მთელი ხელმძღვანელობა დაითხოვა ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევის საპასუხოდ. გასულ კვირაში დუშანბის ციხიდან გაქცევა შეძლო 25-მდე პატიმარმა. მათ ხუთი მცველი დახოცეს. გაქცეულების უმრავლესობა ჯერ არ შეუპყრიათ.
XS
SM
MD
LG