Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია პარტიულ ცვილებებზე მომავალ კვირაში ისაუბრებს


”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრებსა და პოლიტიკური გაერთიანების სტრუქტურულ ცვლილებებზე მომავალ კვირაში ისაუბრებს. სააგენტო ინტერპრესნიუსს ალასანიამ აცნობა, რომ მომავალ კვირაში პარტიის პირველი რეგიონული ორგანიზაცია ზუგდიდში დაფუძნდება. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, ზუგდიდის შემდეგ პირადად ჩავა საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც მოსახლეობას შეხვდება და მასთან ერთად შეარჩევს ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს. გარდა ამისა, ქართული დიასპორების დახმარებით, ნოემბერში დაგეგმილია ”თავისუფალი დემოკრატების” პარტიული სტრუქტურების გახსნა აშშ-სა და ევროპაში. ირაკლი ალასანიას თქმით, პარტია ასევე აპირებს საზოგადოებას გააცნოს საკუთარი პოზიცია საკონსტიტუციო რეფორმის, ფასების ზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და გამოსავალი შესთავაზოს. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, დასახული გეგმების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით იმუშავა ფინანსური რესურსების მობილიზებისთვის.
XS
SM
MD
LG