Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასკეთის ოფიციალურ წარმომადგენელს საკმარისად არ მიაჩნია „ეტა“-ს განცხადება ძალადობის შეწყვეტის შესახებ


ბასკების გასამხედროებულმა სეპარატისტულმა ორგანიზაცია „ეტა“-მ გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს თავდასხმების განხორციელებას, ესპანეთში „დემოკრატიული პროცესის ამოძრავების“ ხელშესაწყობად. ძალადობის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩაწერილია ვიდეოფირზე, რომელიც დღეს აჩვენა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-მ. მაგრამ ბასკეთის რეგიონული მთავრობის შეფასებით, „ეტა“-ს მიერ ძალადობის შეწყვეტაზე განცხადების გაკეთება საკმარისი არ არის, რადგან მას ძალადობა არ დაუგმია და არც ორგანიზაციის დაშლის შესახებ გამოუცხადებია. ეს კრიტიკა, რომლითაც ბასკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი როდოლფო არესი გამოვიდა, პირველი ოფიციალური კომენტარია ესპანეთში მას შემდეგ, რაც „ეტა“-მ გააკეთა განცხადება ძალადობის შეწყვეტის შესახებ. ამასთან ჯგუფს არ უთქვამს, აპირებს თუ არა იარაღის დაყრას, ან რამდენი ხნით ამბობს ძალადობაზე უარს.
XS
SM
MD
LG