Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფიცერს მუხრან შუკვანს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ


ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფიცერს მუხრან შუკვანს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ. სამხედრო აეროდრომზე სამგლოვიარო ცერემონიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც ამჟამად თბილისში იმყოფებიან. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აფეთქების გამო ორივე ქვედა კიდური დაკარგა ამავე ბატალიონის კაპრალმა ალექსანდრე გითოლენდიამ. სასწრაფო ოპერაციის შემდეგ, კაპრალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საქართველოში მისი ჩამოყვანა ჯერჯერობით შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG