Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყების განცხადებით, ირანი აბრკოლებს მისი ბირთვული ობიექტების შემოწმებას


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი დაბრკოლებებს უქმნის მისი ბირთვული პროგრამის შემოწმებას, როცა გაეროს გამოცდილ ექსპერტებს არ აძლევს ირანში ჩასვლის უფლებას. კონფიდენციურ ანგარიშში, რომელიც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ მოიპოვა, გაეროს ატომური სააგენტო აცხადებს, რომ ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას, მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნისა, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი. ანგარიშის მიხედვით, დაბალგამდიდრებული ურანის წარმოება ირანში მაისის შემდეგ 15-მდე პროცენტით გაიზარდა, და 2,8 მეათედ ტონას მიაღწია, გამკაცრებული სანქციების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG