Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დაიწყო 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა


საფრანგეთის პროფკავშირებმა დღეს დაიწყეს საყოველთაო გაფიცვა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საპენსიო რეფორმის შესახებ წინადადებების გასაპროტესტებლად. 24-საათიანი გაფიცვისას შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საჰაერო მოძრაობა და ფოსტის მუშაობა. გაფიცვის ორგანიზატორების განცხადებით, მოელიან, რომ საფრანგეთის ქალაქებში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ასობით ათასი ადამიანი შეუერთდება. საფრანგეთის პარლამენტი დღეს იწყებს საპენსიო რეფორმის შესახებ სარკოზის წინადადებების განხილვას. ინიციატივა გულისხმობს 2018 წლისთვის მინიმალური საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე გაზრდას. მიმდინარე წლის ივნისში 800 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამავე ინიციატივის გასაპროტესტებლად, თუმცა, პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა, რომ ის დათმობაზე არ წავიდოდა.
XS
SM
MD
LG