Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი ამბობს რომ არჩევნები შეიძლება გაუქმდეს


ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გაუქმდეს, თუ პოლიტიკოსები ამ პროცესს ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაციისათვის გამოიყენებენ. ოტუნბაევამ, რომელიც ბიშკეკში ჩატარებულ პოლიტიკურ ფორუმზე გამოდიოდა, 10 ოქტომბრისათვის დაგეგმილ არჩევნებზე ყველას სიმშვიდისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ „თუ ქვეყნის ერთიანობის საკითხი დადგება“, ის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და გააუქმებს კენჭისყრას.
XS
SM
MD
LG