Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიშერი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ”ნაბუკოს” პროექტს ხელი შეუშალოს


რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ”ნაბუკოს” პროექტის რეალიზაციას ხელი შეუშალოს - განუცხადა გაზეთ ”ჰანდელსბლატს” გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა იოშკა ფიშერმა, რომელიც ”ნაბუკოს” პროექტის ხელმძღვანელებს პოლიტიკურ კონსულტაციებს უწევს. ფიშერის შეფასებით, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაზი, არამედ რეგიონში მისი ძალაუფლების არსებობა. გერმანელი დიპლომატის განცხადებით, რუსეთის მთავრობამ საკუთარი ეკონომიკური ინტერესები პოლიტიკური ამბიციებისგან უნდა გაათავისუფლოს.
XS
SM
MD
LG