Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის შესახებ გაეროდან თავისი რეზოლუცია უკან გამოიტანა


აზერბაიჯანმა უკან გამოიტანა მთიანი ყარაბაღის შესახებ თავისი რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეისთვის იყო წარდგენილი. ბაქომ ითხოვა, საკითხი შემდგომი თვის, 65 სხდომაზე განიხილონ. გაეროში აზერბაიჯანის წარმომადგენლმა, აგშინ მეჰდიევმა ჩვენს რადიოს განუმარტა, რომ განხილვის გადადების მიზეზი ეუთოს ფაქტების მომძიებელი კომისიის სტუმრობაა მთიან ყარაბაღში. მან იმედი გამოთქვა, რომ მისია სადავო რეგიონის ვითარებაზე ბაქოს პოზიციას მიემხრობა.
XS
SM
MD
LG