Accessibility links

site logo site logo

ანდრია ურუშაძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. ამ თანამდებობაზე დანიშნული ანდრია ურუშაძე დღეს ოფიციალურად წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი განცხადებით, ურუშაძეს, რომელიც სამინისტროში 6 წელია მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, უპირველეს ყოვლისა დაევალა 46 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება. თავად ანდრია ურუშაძე მოქალაქეებს ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG