სამი ადამიანის დაკავებით დასრულდა თბილისში, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. დაკავებულთა შორის არიან მოძრაობა "არას" აქტივისტები ლევან ჩიტაძე და ლევან კოჭლოშვილი. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, პოლიცია აქციის მონაწილეებს რეზიდენციის ღობეზე პლაკატების გაკვრას უკრძალავდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ და სამართალდამცავებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.
ყველაზე პოპულარული
1