Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი მიესალმება სოხუმში ქართველი პატიმრის გათავისუფლებას


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი მიესალმება აფხაზეთში დაკავებული ქართველი პატიმრის გათავისუფლების ფაქტს. ამის შესახებ ნათქვამია ეშტონის პრეს-მდივნის განცხადებაში, რომელიც პარასკევს, 10 სექტემბეს გავრცელდა. განცხადება ეხება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიერ მალხაზ კორძაიას გათავისუფლებას, რაც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის პიტერ სემნების შუამდგომლობის შედეგად მოხერხდა. როგორც ბრიუსელში დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კეტრინ ეშტონი „იმედოვნებს, რომ გათავისუფლების ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ატმოსფეროს გაუმჯობესებასა და ნდობის აღდგენას სოხუმსა და თბილისს შორის“.
XS
SM
MD
LG