Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში ტერორიზმის საფრთხის გაძლიერებული რეჟიმი შემოიღეს სასტუმროში მომხდარი აფეთქების გამო


დანიაში ტერორიზმის საფრთხის გაძლიერებული რეჟიმი შემოიღეს მას მერე, რაც პარასკევს კოპენჰაგენის ერთ-ერთ სასტუმრში მცირე აფეთქება მოხდა. სტუმარი, რომელმაც ის განახორციელა, მსუბუქად დაიჭრა და ის დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ის პატიმრობაში დარჩება სულ ცოტა 4 ოქტომბრამდე. როგორც დანიის უშიშროების სამსახურის უფროსმა იაკობ შარფმა შაბათს განაცხადა, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ტერაქტის განხორციელების წარუმატებელ მცდელობასთან.
XS
SM
MD
LG