Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ


თურქეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. მთავრობის განცხადებით, რეფერენდუმით გამიზნულია თანამედროვე დემოკრატიის შექმნა და სამხედრო დიქტატურისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მემკვიდრეობის დაძლევა. მაგრამ ოპოზიციური პარტიებისა და სამხედრო პირების შეფასებით, პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი პარტია ცდილობენ ხელისუფლების სათავეში დარჩენის განაღდებასა და სეკულარული რესპუბლიკის პრინციპებიდან თურქეთის ჩამოშორებას. ევროკავშირი, რომელში გაწევრიანებისაკენაც ანკარა მიისწრაფვის, მხარს უჭერს სამართლებრივი სისტემის რეფორმის მცდელობას. რეფერენდუმზე გატანილი პროექტით, საქმე ეხება 26 ცვლილებას. მათ შორის, სამართლებრივი სისტემის რეფორმასთან ერთად, მთავარია სამხედრო ლიდერების ძალაუფლების შეკვეცა.
XS
SM
MD
LG