Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი: რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მიემხრნენ


თურქეთის პერმიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, ამომრჩეველთა 58-მდე პროცენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა შესახებაც დღეს რეფერენდუმი გაიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებები, პირველ რიგში, სამართლებრივი სისტემის რეფორმასა და არმიის გავლენის შეზღუდვას ითვალისწინებს. ერდოანმა როგორც განაცხადა, წინასწარი შედეგებით, ცვლილებებს მიემხრო 58 პროცენტი და რეფერენდუმში მონაწილეობდა ელექტორატის 77-78-მდე პროცენტი. თურქეთის მთავრობა ირწმუნება, რომ რეფერენდუმით გამიზნულია თანამედროვე დემოკრატიის შექმნა და სამხედრო დიქტატურისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის მემკვიდრეობის დაძლევა. მაგრამ ოპოზიციური პარტიებისა და სამხედრო პირების შეფასებით, პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი პარტია ცდილობენ ხელისუფლების სათავეში დარჩენის განაღდებასა და სეკულარული რესპუბლიკის პრინციპებიდან თურქეთის ჩამოშორებას. ევროკავშირი, რომელში გაწევრიანებისკენაც თურქეთი მიისწრაფვის, მხარს უჭერს თურქეთში სამართლებრივი სისტემის რეორგანიზაციის მცდელობას.
XS
SM
MD
LG