Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მილიციამ დააკავა საპროტესტო აქცია „რისხვის დღის“ 30-ზე მეტი მონაწილე


მოსკოვში მილიციამ დააკავა „რისხვის დღედ“ წოდებული უსანქციო საპროტესტო აქციის 30-ზე მეტი მონაწილე. მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორები, „მემარცხენე ფრონტის“ აქტივისტები სერგეი უდალცოვი და კონსტანტინ კოსიაკინი. უდალცოვმა რადიო „თავისუფლებასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მილიციელები ძალიან უხეშად იქცეოდნენ. მოსკოვის მერიის შენობასთან გამართულ უსანქციო დემონსტრაციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა ლოზუნგებით „მოსკოვი - ლუჟკოვის გარეშე! დავიბრუნოთ არჩევნები!“ და „რუსეთი - პუტინის გარეშე!“. „რისხვის დღე“ რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გაიმართა, მათ შორის სანქტ პეტერბურგში, სადაც 50-მდე დემონსტრანტმა მოითხოვა ადგილობრივ ხელისუფალთა გადადგომა და რუსეთში გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის აღდგენა. მათთვის მილიციას ხელი არ შეუშლია. დონის როსტოვში კი წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის დასაშლელად.
XS
SM
MD
LG