Accessibility links

site logo site logo

თურქეთში გამართული რეფერენდუმი მმართველი პარტიისთვის სასურველი შედეგით დასრულდა


თურქეთში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა უმრავლესობა მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც სამართლებრივი სისტემის რეფორმასა და არმიის უფლებების შეკვეცას ითვალისწინებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, წინასწარი შედეგებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 58-მდე პროცენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც, ერდოანის შეფასებით, „შემოტრიალების წერტილია“ თურქეთის დემოკრატიისათვის. არჩევნებში, ასევე ერდოანის განცხადებით, ელექტორატის 77-78 პროცენტი მონაწილეობდა. კენჭისყრის ოფიციალური შედეგები ორშაბათისთვის არის მოსალოდნელი. ოპოზიცია და არმიის ლიდერები შიშობენ, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით, პრემიერ-მინისტრსა და მის პარტიას ძალაუფლების განმტკიცება და სეკულარული ტრადიციებიდან თურქეთის ჩამოშორება სურთ. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თურქეთის პრემიერ-მინისტრს დაურეკა და ქებით მოიხსენია დემოკრატია მის ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG