Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ირაკლი ალასანიას შეხვდებიან


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" დღეს "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას შეხვდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "ჩვენი უფლებებისათვის" ხელმძღვანელის, დავით ლილუაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ალასანიასთან სამოქალაქო საზოგადოების წევრები ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრებენ. მისივე თქმით, ისინი ამ მიზნით ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობენ. შეხვედრა კი, უკვე ჰქონდათ ნინო ბურჯანაძესთან და კახა შარტავასთან.

XS
SM
MD
LG