Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისმა ვიზის გაცემაზე უარი უთხრა რუს დეპუტატებს


საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, რუსეთი აპირებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე განსახილველად წამოაყენოს საქართველოს ქმედება, რომლის შედეგადაც რუსეთის დელეგაციას, ფაქტობრივად, არ მიეცა თბილისში ჩასვლის შესაძლებლობა 16-17 სექტემბერს, ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა. საქართველოს განცხადებით, საუბარია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იმ დეპუტატებზე, რომლებსაც სხვადასხვა დროს უკანონოდ აქვთ გადაკვეთილი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის მონაკვეთი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუმარტა, ქართველი მესაზღვრეები მოვალენი იქნებოდნენ, დაეპატიმრებინათ რუსი დეპუტატები „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“. მაგრამ სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, თბილისმა გააფრთხილა რუსი პარლამენტარები, რომ აეროპორტში მათ ვიზებს არ მისცემდა და ურჩია დეპუტატებს, საქართველოში არ ჩასულიყვნენ.
XS
SM
MD
LG