Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთს სურს, გაზარდოს რუსეთის სამხედრო ბაზის მოქმედების საფასური


ყირგიზეთს, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სურს მნიშვნელოვნად გაზარდოს ქირა, რომელსაც მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის მოქმედებისთვის მოითხოვს. ყირგიზეთში რუსეთს ოთხი სამხედრო ობიექტი აქვს, მათ შორის ბიშკეშთან მდებარე კანტის სამხედრო-საჰაერო ბაზა, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით მოქმედებს. თავდაცვის მინისტრმა აბიბილან კუდაიბერდევმა დღეს ბიშკეკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყირგიზეთი აპირებს ქირის - ამჟამად 4,5 მილიონამდე დოლარის - „ორჯერ-სამჯერ“ გაზრდას. ამ განცხადებით კუდაბერდიევი მოსკოვში რუს კოლეგა ანატოლი სერდიუკოვთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. მისი განმარტებით, რუსეთს შეუძლია, დავალიანება - 6 მილიონამდე დოლარი - ყირგიზეთისთვის იარაღის მიწოდებით გაისტუმროს. ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ დისკუსიები გრძელდება და შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული არც ბაზისა და არც ვალების საკითხზე.
XS
SM
MD
LG