Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები საზღვართან შეხვედრებს მართავენ


რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები, დმიტრი მედვედევი და ვიქტორ იანუკოვიჩი ორდღიანი შეხვედრების სერიას იწყებენ. შეხვედრები გაიმართება უკრაინაში მდებარე გლუხოვში, რუსეთის მოსაზღვრე რეგიონში და რუსეთის პრეზიდენტის ზავიდოვოს რეზიდენციაში, რომელიც ტვერის ოლქში მდებარეობს. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრების დროს განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობათა საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის ბირთვული ტექნოლოგიის, ტრანსპორტისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.
XS
SM
MD
LG