ნიუ იორკში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ირანის წინააღმდეგ სანქციების ბოლო რაუნდის ეფექტურობას. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შესთავაზებენ ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს დაუბრუნდეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ფილიპ კროულის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის თეირანი კონსტრუქციულ დიალოგზე დაიყოლიოს.
ყველაზე პოპულარული
1