Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი დღეს მოხსენებით წარსდგება გაეროს 65-ე სესიაზე


საქართველოს პრეზიდენტი დღეს მოხსენებით წარსდგება გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე. საერთო პოლიტიკურ დისკუსიაში მიხეილ სააკაშვილი თბილისის დროით 23 საათზე ჩაერთვება. მისი თანმხლები სამთავრობო დელეგაციის წევრთა განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი ვრცლად ისაუბრებს ოკუპაციის პრობლემასა და რუსეთთან ამჟამინდელ ურთიერთობაზე და ყურადღებას გაამახვილებს ინიციატივაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერად გადაქცევას შეეხება.
XS
SM
MD
LG