Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აშშ-ში დაპატიმრებული მეცნიერის რეპატრიაციას მოითხოვს


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისინი „დამწუხრებული და იმედგაცრუებული“ არიან შეერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილებით, 86 წლით პატიმრობა მიუსაჯოს პაკისტანელ მეცნიერს, ააფია სიდიქის, რომელსაც ამერიკელების დახოცვის მცდელობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ პირობა დადო, რომ მიმართავენ ზომებს სიდიქის პაკისტანში რეპარტიაციის მისაღწევად. 38 წლის ააფია სიდიქი, რომელსაც განათლება შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული, 2008 წელს ავღანეთში დააკავეს. შეერთებულ შტატებში სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო ამერიკელი ოფიცრების დახოცვის მცდელობაში, როცა ისინი დაკავებულის დაკითხვას აპირებდნენ. ააიფა სიდიქისთვის გამოტანილ განაჩენზე გავრცელებულ ცნობას საპროტესტო აქციები მოჰყვა პაკისტანის რამდენიმე ქალაქში.
XS
SM
MD
LG