Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერზე ზეწოლა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლით გრძელდება


ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს კრემლის მიერ დანიშნული მოსკოვის მერის არჩევნების მოწყობა. ოპოზიცის წარმომადგენლები გამოვიდნენ მოწოდებით, დასრულდეს იური ლუჟკოვის მმართველობა და აღდგეს რეგიონების ლიდერების არჩევის სისტემა. პუტინის პრეზიდენტობის დროს შემოიღეს რეგიონების ხელმძღვანელების დანიშვნის წესი. პრემიერ პუტინის პარტიის, „ედინაია როსიას“ დამაარსებელ ლიდერ იური ლუჟკოვს, ჩანს, კრემლიც უპირისპირდება. სახელმწიფო ტელევიზიამ ამ თვეში გადასცა პროგრამა, სადაც ლუჟკოვი და მისი მილიარდერი ცოლი კორუმპირებულად იყვნენ წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG