Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მიმავალი თვითმფრინავის შვეციაში დაკავებული მგზავრი გაათავისუფლეს


ბრალდების წარდგენის გარეშე გათავისუფლეს შვეციაში დაკავებული პაკისტანური წარმოშობის კანადელი მოქალაქე, რომელიც დააკავეს ეჭვის გამო, რომ სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე აფეთქების მოწყობას აპირებდა. შვეციის პროკურატურის თანახმად, დაკავებულს ვერ აღმოუჩინეს სამხილი.
პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზის თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა მას მერე, რაც კანადის ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი იმის შესახებ, რომ თვითმფრინავის ერთ მგზავრს ასაფეთქებელი მასალა ჰქონდა თან. სტოკჰოლმის პოლიციამ დააკავა კანადის პაკისტანურ წარმოშობის მოქალაქე, დაახლოებით 30 წლისა. მასზე ეჭვი მიიტანეს, რომ თვითმფრინავში ის საბოტაჟს ამზადებდა. „ბოინგ 777-ის“ ტიპის თვითმფრინავში 273 მგზავრი იყო. ის კანადიდან პაკისტანში მიფრინავდა, როცა მფრინავმა სტოკჰოლმის აეროპორტს დაჯდომის ნებართვა სთხოვა.
XS
SM
MD
LG