Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა


რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი დღეს ჩავიდა ჩინეთში, პეკინში, სადაც ის სამდღიან ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. მან დღესვე ყვავილები მიიტანა 1904-1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის და მეორე მსოaლიო ომის მონუმენტთან. მედვედევს ვიზიტისას ახლავს დელეგაცია, რომელშიც მთავრობის და ბიზნესწრეების წარმომადგენლები შედიან. მედვედევი მასპინძლებთან მოილაპარაკებს ვაჭრობის და ენერგეტიკის საკითხებზე, ხელს მოაწერს არაერთ ხელშეკრულებას სხვადასხვა სფეროში. ოფიციალური შეხვედრები ორშბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG