Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი დასახლებების მშენებლობას გაგრძელებს


თბილისის დროით ღამის ორ საათზე ვადა გაუვიდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლებების მშენებლობის დროებით შეწვეტას, რის გაგრძელებას ისრაელის მთავრობა არ აპირებს. ამით, რაშშ-ის მიერ მიღწეულ მოლაპარაკებას ისრაელსა და პალესტინელებს შორის საფრთხე შეექმნა. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ დასახლებების მშენებლობის დროებითი შეწყვეტის ვადა არ გაგრძელდება. ისრაელი ამით უგულებელყოფს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოწოდებას.
ბენიამინ ნეტანიაჰუმ დღეს მოუწოდა ახალმოსახლეებს „თავშეკავება გამოიჩინონ“, როცა ვადა გაუვა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლებების მშენებლობის დრობით შეწყვეტას. პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა არაერთხელ გამოთქვა გაფრთხილება, რომ პალესტინელები დატოვებენ მოლაპარაკების მაგიდას, თუკი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არ შეწყდება ებრაელთათვის დასახლებების მშენებლობა. არეალის მიმართ პრეტენზია აქვთ პალესტინელებს, რომლებიც იქ თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დაფუძნებას გეგმავენ. სამშვიდობო მოლაპარაკება ერთი თვის წინ დაიწყო.
XS
SM
MD
LG