Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ლუჟკოვმა მერის თანამდებობაც დაკარგა და მედვედევის ნდობაც


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სამშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების თაობაზე. როგორც კრემლის პრესსამსახურის ცნობაშია ნათქვამი. ლუჟკოვი თანამდებობიდან დაითხოვეს „რუსეთის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის გამო.“ მერის მოვალეობის შესრულება დროებით ლუჟკოვის პირველ მოადგილეს, ვლადიმირ რესინს დაეკისრა. მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ პარტია უკვე ამზადებს წინადადებას მოსკოვის ახალი მერის ახალ კანდიდატურაზე. უფლებამოსილების ვადა იური ლუჟკოვისა, რომელსაც ქალაქ მოსკოვის თავის პოსტი 18 წლის განმავლობაში ეკავა, 2011 წელს იწურებოდა. დმიტრი მედვედევი უახლოეს ხანებში არ გეგმავს იური ლუჟკოვთან შეხვედრას, - განაცხადა რუსეთის პრზიდენტის პრესმდივნმა ნატალია ტიმაკოვამ.
XS
SM
MD
LG