Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე ირანელ კოლეგას მანუჩარ მოთაქის შეხვდა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში შეხვდა ირანელ კოლეგას მანუჩარ მოთაქის. ირანული საინფორმაციო სააგენტო ირნა იუწყება, რომ მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და უვიზო რეჟიმის მომავალ შეთანხმებაზე იმსჯელეს. ამავე სააგენტოს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველმა კოლეგამ თბილისში მიიწვია.
XS
SM
MD
LG