Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი


დღეს თბილისში ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივანი. ანდერს ფოგ რასმუსენი ხვალ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს და თბილისში გახსნის ნატოსთან სამოკავშირეო ოფისს. საინფორმაციო, მათ შორის აზერბაიჯანული სააგენტოები ნატოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ოთხშაბათს იუწყებოდნენ, რომ საქართველოში ვიზიტისას ანდერს ფოგ რასმუსენი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვსაც შეხვდებოდა. თუმცა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მამედიაროვი დღეს გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ბიზონიეროს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს სხდომაში, ფორმატით 28+1.
XS
SM
MD
LG