Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს ფოსტა" გაიყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "საქართველოს ფოსტას" გაყიდის - ამის შესახებ მინისტრმა ვერა ქობალიამ Business New Europe Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "საქართველოს ფოსტას" მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 900 განყოფილება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასობით შენობა აქვს. პირველი საფოსტო კანტორა თბილისში 1805 წელს გაიხსნა.

XS
SM
MD
LG